суббота, 19 декабря 2009 г.

მართლმადიდებლური პროექტი

პროექტის სახელი:  ,,რომელმან შეიწყნაროს ერთი მცირეთა ამათგანი"

პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები მოძებნიან,მატერიალურ და სულიერ თანადგომას აღმოუჩენენ მატერიალურად შეჭირვებულ ინვალიდ თანატოლებს

პროექტის სრული აღწერა:  ქვეყანაში მწვავე პრობლემაა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ უნარშეზღუდულ ბავშვთა თანადგომა.მოსწავლეები მოძებნიან ასეთ ბავშვებს და შეეცდებიან დაგეგმონ გზები მათ დასახმარებლად.ბავშვები ისტ-ის გამოყენებით შეძლებენ ურთიერთობა დაამყარონ ინვალიდ თანატოლებთან.

  1. ისინი მოიძიებენ მატერიალურ სახსრებს ინვალიდი ბავშვების დასახმარებლად.გამართავენ საქველმოქმედო კონცერტებს.
  2. გაყიდიან ხელით ნაკეთ ნივთებს,თანხას კი ინვალიდი ბავშვების თანადგომას მოახმარენ.

მონაწილეთა ასაკი:  10-16წლის მოსწავლეები

ვადები(ხანგრძლივობა):  3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  გუნდური მუშაობა,წმიდა წერილის გაცნობით,ბავშვები დაამზადებენ  პლაკატებს უფლის შეგონებით სნეულთა მიხედვისა და მშიერთა დაპურების შესახებ.

მოსალოდნელი შედეგები:  ბავშვები ისწავლიან აზრთა შეჯერებას,გამოკითხვის ჩატარებას,ჩამოაყალიბებენ კვლევის გეგმას,ანალიზს გაუკეთებენ მოკვლეულ ინფორმაციას,დაამზადებენ სტენდებს,ისწავლიან თანადგომასა და სიყვარულს.

სარგებელი სხვებისთვის:  ინფორმაციის შეგროვებისას მოსწავლეებს აუცილებლად დასჭირდებათ სხვა მოსწავლეთა დახმარება,მათი მონაწილეობა სტენდების დამზადებაში,თვითნაკეთი ნივთების რეალიზებაში.

სამუშაო ენა:  ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:  ქველმოქმედებაში სხვა სკოლების მონაწილეობა გააერთიანებს და უფრო ნაყოფიერს გახდის ამ კეთილ საქმეს

საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან )კავშირი:  ხელოვნების და მუსიკის გაკვეთილების გაერთიანება ამ პროექტის განხორციელებაში აუცილებელია

პროექტის ფასილიტატორი:  ნანა ფრუიძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  nana.pruidze@mail.ru

პროექტის ვებ-გვერდი(ბლოგი):